საქართველო NATO-ს საზღვაო შენაერთს მასპინძლობს

15.03.21 16:30
საქართველო NATO-ს საზღვაო შენაერთს მასპინძლობს

საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვა ნატოს მუდმივმოქმედ მეორე საზღვაო შენაერთს მასპინძლობს. შენაერთის შემადგენლობაშია: საფლაგმანო ხომალდი "CRISTOBAL COLON" (ესპანეთი), REGINA MARIA (რუმინეთი), KEMALREIS (თურქეთი) და SMELI (ბულგარეთი). შენაერთს კონტრადმირალი მანუელ აგირე ალდერეგია ხელმძღვანელობს.
საპორტო ვიზიტი მიზნად ისახავს საქართველოსა და ალიანსის წევრი და პარტნიორი ქვეყნების საზღვაო ძალებს შორის ურთიერთთავსებადობის ამაღლებას. 
ნატოს ხომალდები საქართველოს ტერიტორიულ წყლებს 18 მარტს წვრთნების დასრულების შემდგომ დატოვებენ.

მსგავსი სიახლეები