სასამართლო სისტემას საკმაო ნდობა აქვს - მოსამართლეობის კანდიდატი

08.07.21 17:37
სასამართლო სისტემას საკმაო ნდობა აქვს - მოსამართლეობის კანდიდატი

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევა - პარლამენტში დეპუტატები რევაზ ნადარაიას უსმენენ. მოსამართლეობის წინა კანდიდატისგან განსხვავებით  ნადარაია  აცხადებს, რომ სასამართლოში ე.წ. კლანი არ არსებობს. მისი თქმით, ქართული მართლმსაჯულება საზოგადოებაში ნდობით სარგებლობს, თუმცა პრობლემა ცალკეულ ოპოზიციური დეპუტატების მხრიდან სასამართლო სისტემის ხელოვნურად შექმნილი დისკრედიტაციაა. 

2012 წლამდე იყო განსხვავებული სიტუაცია. დღეს სასამართლო სისტემა სრულიად სხვა სტანდარტზეა, განვითარების მაღალ დონეზეა. სასამართლო სისტემის შიგნით შესაცვლელს მე ბევრს ვერაფერს ვხედავ, მაგრამ სასამართლო სისტემისადმი მიდგომა და დამოკიდებულება რომ შესაცვლელია, ამას ნამდვილად ვხედავ. მე ვხედავ, რომ სასამართლო სისტემას საკმაო ნდობა აქვს. პრობლემა არის სასამართლო სისტემის ნდობისათვის ხელოვნური და მიზანმიმართული პრობლემების შექმნა და მიზანმიმართული დისკრედიტაცია, - ამბობს ნადარაია.