მუსლიმი მრევლის ლოცვის უფლების დასაცავად მთავრობის ადმინისტაციასთან აქცია იმართება
მუსლიმი მრევლის ლოცვის უფლების დასაცავად მთავრობის ადმინისტაციასთან აქცია იმართება. ბოლო კვირებში ადიგენში განვითარებული მოვლენების საპასუხოდ მთავრობას ქმედებისკენ არასამთავრობო ორგანიზაციები მოუწოდებენ. მესამე სექტორში ყველა თანხმდება, რომ სახელმწიფომ ამ დრომდე ვერ მოახერხა მორწმუნეების უფლებების დაცვა და ლოცვაზე დაწესებული შეზღუდვის საპასუხოდ ქმედითი ღონისძიბის გატარება.
დღეს მუსლიმი მრევლი არის ტერორის, შიშის ქვეშ არის იმისთვის, რომ მათ ბაზისურად უბრალოდ ილოცონ. ეს არია ბაზისური უფლებების დარღვევა, ეს არის საქართველოს მოქალაქეების უფლების დარღვევას. დაუშებელია, სახელმწიფომ მისცეს შესაძლებლობას კონკრეტულ ჯგუფებს, აუკრძალოს ადამიანებს ლოცვის უფლება, - ამბობენ მესამე სექტორში.
აიდგენში მოსახლეობაა უკვე კვირებია ორად არის გაყოფილი. პროტესტმა კი განსაკუთრებით სახელდახელოდ მოწყობილი მეჩეთის გამო იფეთქა, რის გამოც, ხმაურიანი აღმოჩნდა გასული კვირაც, როცა მუსლიმებს პარასკევის ლოცვის ჩატარება უნდოდათ.