ციციშვილის კლინიკაში მოთავსებულ ჩვილებს კორონას ინდური და ინგლისური შტამი დაუდასტურდათ

08.07.21 18:27
ციციშვილის კლინიკაში მოთავსებულ ჩვილებს კორონას ინდური და ინგლისური შტამი დაუდასტურდათ

ციციშვილის კლინიკის დირექციის ინფორმაციით, სპეციფიკური PCR ტესტირების შედეგად მათს კლინიკაში მოთავსებული სამი ჩვილიდან ერთს კორონავირუსის ინდური, დელტა შტამი დაუდასტურდა, ხოლო მეორეს ბრიტანული, იგივე ალფა შტამი.

კლინიკის დირექტორის, მაია ჩხაიძის თქმით, კვლევები ჯერ კიდევ მიმდინარეობს და საბოლოო პასუხები ცნობილი არაა.

სპეციალური PCR ტესტირება ჩატარდა. სექვენირების საბოლოო პასუხები ჯერ არ არის ცნობილი. ამ სპეციფიური ტესტირებით ერთს აქვს დელტა, ინდური შტამი, მეორე კი ალფა ანუ ბრიტანული", - განაცხადა მაია ჩხაიძემ. 

ციციშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკაში მოთავსებული სამი კოვიდინფიცირებული ჩვილი მართვით სუნთქვაზეა გადაყვანილი. ბავშვი, რომელსაც ინდური შტამი დაუდასტურდა, აფხაზეთიდანაა გადმოყვანილი.

 

 

მსგავსი სიახლეები