"სადაც ჩემი სისხლი და ხორცი, ჩემი მოქალაქეები არიან, იქ ვიქნები" - ჭოხონელიძე 15 აპრილს აქციაზე მიდის
"სადაც ჩემი სისხლი და ხორცი, ჩემი მოქალაქეები არიან, იქ ვიქნები" - მომღერალი თამრიკო ჭოხონელიძე 15 აპრილს რუსულ კანონს ხალხთან ერთად რუსთაველის გამზირზე გააპროტესტებს.
მაინც გვეგონა, რომ კეთილსინდისიერებას ჰქონდა ადგილი სადღაც დარჩენილი, იმიტომ, რომ დაგვპირდნენ, უკან აღარ შემობრუნდება ეს კანონიო, მაგრამ, კი ბატონო, რადგან ასეა, ამ ყველაფერმა გამოიწვია პროტესტი და იქ, სადაც ჩემი სისხლი და ხორცი, მოქალაქეები, ადამიანები არიან, ვინც ამას ჯანსაღად აპროტესტებს, მე, რა თქმა უნდა, იქ ვიქნები", - ამბობს თამრიკო ჭოხონელიძე.
15 აპრილი, ათი საათი - შეკრების ადგილი რუსთაველის გამზირი - ორშაბათს, იმ დროს როცა საკანონდემბლო ორგანოში, "ოცნება" საფრთხისშემცველი კანონის განხილვას თავიდან დაიწყებს, ქუჩიდან ამავე კანონის მოწინააღმდეგე ადამიანები მმართველ პარტიას შეახსენებენ, რომ მათი არჩევანი ევროპა და არას ეუბნებიან რუსულ კანონს.