სოციალურად დაუცველი, ორი შვილის მამა და სტიქაროსანი ვარ - ჟურნალიტებზე თავდასხმაში ბრალდებული

08.07.21 18:49
სოციალურად დაუცველი, ორი შვილის მამა და სტიქაროსანი ვარ - ჟურნალიტებზე თავდასხმაში ბრალდებული

,,ტაძარში ვმსახურებ, სტიქაროსანი ვარ - ასე გაეცნო სასამართლოს  ჟურნალისტებზე თავდასხმის ბრალდებით ერთ-ერთმა დაკავებული. ზაზა მჭედლიძემ პროცესზე განაცხადა, რომ აქციის დროს აღელვებული იყო და დროშა ამიტომაც გაიქნია.

აღელვებიდან გამომდინარე, დროშის ტარი თუ მოვიქნიე და მოხვდა, ფიზიკურად პირადად ჟურნალისტს არ მოხვედრია. კამერას მოხვდა და არც კამერა არ დაზიანებულა. არანაირად მოძალადე ადამიანი მე არ ვარ, ვარ სოციალურად დაუცველი ორი შვილის მამა. მცირეწლოვანი შვილების მამა. ვმსახურობ ტაძარში, სადაც სტიქაროსანი ვარ - განაცხადა ზაზა მჭედლიძემ.

თბილისის საქალაქო სასამართლოში ჟურნალისტებზე თავდასხმაში ბრალდებული 4 პირის პროცესი მიმდინარეობს. არც ერთი მათგანი ბრალს არ აღიარებს.