15-ში აქციაზე დგომას ჩემს ვალდებულებად აღვიქვამ - უშიკიშვილი

12.04.24 15:15
15-ში აქციაზე დგომას ჩემს ვალდებულებად აღვიქვამ - უშიკიშვილი

15 აპრილი, ათი საათი - შეკრების ადგილი რუსთაველის გამზირი -  რუსული კანონის მოწინააღმდეგე ხელოვანები საპროტესტო აქციაში მონაწილეობისთვის ემზადენიან.

მომრერალი გიორგი უშიკიშვილი ამბობს, რომ აქციაზე დგომას მის ვალდებულებლად მიიჩნევს, ამიტომაც აუცილებლად იდგება იქ, სადაც საქართველოს მოქალაქეები რუსული კანონის წინააღმდეგ გამოდიან.

ორშაბათს, რა თქმა უნდა, მე ვიქნები აქციაზე, იმიტომ, რომ მე ამას ახლ, როგორც ჩემს ვალდებულებად, ისე აღვიქვამ და ამას ვგრძნობ. შესაბამისად, მე მხარს ვუჭერ და ჩემს მხარდაჭერას, ასევე გამოვხატავ მისვლითაც".- ამბობს უშიკიშვილი.

ორშაბათს, იმ დროს როცა საკანონდემბლო ორგანოში, "ოცნება" საფრთხისშემცველი კანონის განხილვას თავიდან დაიწყებს, ქუჩიდან ამავე კანონის მოწინააღმდეგე ადამიანები მმართველ პარტიას შეახსენებენ, რომ მათი არჩევანი ევროპა და არას ეუბნებიან რუსულ კანონს. 

მსგავსი სიახლეები