უცნობმა ვანდალიზმის გამო დაკისრებული ჯარიმა ერთი თვის შემდეგ გადაიხადა
მომღერალმა გია გაჩეჩილაძემ, იგივე უცნობმა 9 აპრილს რიყეზე ჩადენილი ვანდალიზმის ფაქტის გამო ჯარიმა დღეს, 1 თვის დაგვიანებით, გადაიხადა. თბილისის მერიაში ჯარიმის გადახდის ფაქტს ადასტურებენ.
მერიამ "უცნობის" 1000 ლარით დაჯარიმების გადაწყვეტილება ვანდალიზმის ფაქტის ჩადენიდან 2 თვის შემდეგ მიიღო და ქვითარი გაჩეჩილაძეს 2 ივნისს გაუგზავნა.
გია გაჩეჩილაძემ 9 აპრილს საპატრიარქოს მხარდასაჭერად რიყეზე აქცია გამართა, რა დროსაც რელიქვიად აღიარებულ ბერლინის კედლის ფრაგმენტზე საღებავებით დააწერა: "ღმერთი სიყვარული არს".