"თავისუფლება ლაზარეს" - "ლელოს" ახალგაზრდულმა ორგანიზაციამ მშვიდობის ხიდზე საპროტესტო ბანერი გადმოფინა
"თავისუფლება ლაზარეს" - "ლელოს" ახალგაზრდული ორგანიზაცია ცხრა წლიან პატიმრობაში გაშვებულ სამოქალქო აქტივისტს სოლიდარობას უცხადებს. ოპოზიციური პარტიის მხარდამჭერებმა მშვიდობის ხიდიდიდან რუსული კანონის მოწინააღმდეგ აქტივისტის მხარდამჭერი ბანერი გადმოფინეს. "ლელოში" ფიქრობენ, რომ ახლა საკუთარი ერთი ხელმოწერით პრეზიდენტს შეუძლია, ისტორიის სწორ მხარესს დადგეს და აბსურდის საქმის პატიმარს შეწყალებით ციხისს კარი გაუხსნას.
„ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ გაცხადებული მესიჯი გამოუცხადა ახალგაზრდებს, რომ თუ ისინი გააპროტესტებენ რუსულ კანონს და შეებრძოლებიან რუსულ ხელისუფლებას, დაისჯებიან 9 წლიანი ციხით და ამას ვაპროტესტებთ ჩენ. არ შეგვაშინებს ჩვენ ხელისუფლების მსგავის რუსული ქმედებები და ვაპირებთ, რომ გავაგრძელოთ ბრძოლა და მივიყვანოთ ბოლომდე, - ამბობენ ახალგაზრული ორგანიზაციის წევრები.
შეგახსენებთ, რომ მოსამართლე ზვიად შარაძემ ლაზარე გრიგორიადისი საქმეზე განაჩენი დღეს გამოაცხადა და რუსული კანონის მოწინააღმდეგე ახალგაზრდა ციხეში 9 წლით გაუშვა.