შესაძლო გარყვნილი ქმედება 10 წლის გოგონას მიმართ - ბრალდებულია 45 წლის კაცი

08.07.21 19:30
შესაძლო გარყვნილი ქმედება 10 წლის გოგონას მიმართ - ბრალდებულია 45 წლის კაცი

უმძიმესი ამბავი ბათუმიდან - 10 წლის გოგონა სექსუალური სახის გარყვნილი ქმედების მსხვერპლი გახდა. როგორც "პირველებს" უყვებიან, ბრალდებული 50 წლამდე ტაქსის მძღოლია. 

ირკვევა, რომ ბავშვი საქველმოქმედო ორგანიზაციის ბენეფიციარია. სწორედ ორგანიზაციის წარმომადგენლებმა აცნობეს პოლიციას, რომ მამაკაცმა გოგონას მიმართ გარყვნილი ქმედება ჩაიდინა. 

ის, რომ  ბათუმის პოლიციის სამმართველო  10 წლის ბავშვის მინართ სექსუალური დანაშაულის ფაქტზე გამოძიებას აწარმოებს "პირველებს" შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურშიც დაუდასტურეს, თუმცა, უწყებაში არ აკონკრეტებენ, დაკავებულია თუ არა სავარაუდო მოძალადე.

ამასთან, დანაშაულის შესახებ ინფორმაციას არ ადასტურებს ბავშვის დედა. "პირველების" ადგილობრივ კორესპონდენტს მიაწოდეს ინფორმაცია, რომ 45 წლის კაცი, სავარაუდოდ დაზარალებულის მამის მეგობარია. 

ამ დროისთვის 10 წლის გოგონა მინდობით აღზრდაშია გადაყვანილი. 

მსგავსი სიახლეები