სავარაუდო სექსუალური ძალადობა 10 წლის გოგოზე - "დედა ნაწილობრივად ადანაშაულებს ბავშვს"

08.07.21 21:45
სავარაუდო სექსუალური ძალადობა 10 წლის გოგოზე - "დედა ნაწილობრივად ადანაშაულებს ბავშვს"

10 წლის გოგონა, რომლის მიმართაც ოჯახის ახლობელმა მამაკაცმა სავარაუდოდ სექსუალური ხასიათის გარყვნილი ქმედება ჩაიდინა,  სახელმწიფო ზრუნვაშია გადაყვანილი. 

მოზარდის დედას მომხდარის შესახებ კომენტარის გაკეთება არ სურს. საქველმოქმედო ფონდის ხელმძღვანელი კი "პირველებს" უყვება, რომ მოზარდის დედა ფაქტს უარყოფს. 

დედა ფაქტს უარყოფს, ნაწილობრივ ბავშვს ადანაშაულებს და ამიტომ მოზარდი დაუყივნებლივ იქნა გადაყვანილი სახელმწიფო ზრუნვაში. ჩართულია სოციალური სამსახური, სოციალური მუშაკი, ფსიქოლოგი და საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. 

ბავშვი დეტალურად ყვება რამდენიმე ეპიზოდს, მათ შორის გარყვნილი ხასიათის ვიდეოს ჩვენებასაც ადასტურებს"- აცხადებს საქველმოქმედო ორგანიზაციის ხელმძღვანელი.