"კიდევ უნდა დავიჭიროთ" - როგორ გეგმავენ რამიშვილი და ხაინდრავა ლაზარეს ხელახლა ციხეში გაშვებას

13.04.24 10:08
"კიდევ უნდა დავიჭიროთ" - როგორ გეგმავენ რამიშვილი და ხაინდრავა ლაზარეს ხელახლა ციხეში გაშვებას

როგორ გეგმავენ ხელისუფლების მაქებარი პროპაგანდისტები ლაზარე გრიგორიადისის ხელახლა ციხეში გაშვებას - ის, რაც წესით ეთერში არ უნდა გასულიყო, თუმცა გაეპარათ და  მთელმა ქვეყანამ ნახა და მოისმინა.

საქმე შალვა რამიშვილის გადაცემაში გაპარულ ფრაგმენტს ეხება სადაც ხელისუფლების მართული არხის წამყვანი, ხელისუფლების მაქებარ გოგა ხაინდრავასთან ერთად რუსული კანონის მოწინააღმდეგე აქტივისტზე შურისძიებას გეგმავს.

"კიდევ უნდა დავიჭიროთ, თუ პრინციპზეა რაღაც უნდა ვქნათ", - ამბობს რამიშვილი.

შალვა რამიშვილის გუშინდელი გადაცემა დღესსს ნამდვილად განხილვისს მთავარი საგანია.  მთელი სოციალური  ქსელი იმ ვიდოებით არის აჭრელებული, სადაც რამიშვილის რესპონდენტები რუსული კანონის მოწინააღმდეგეებს "ლანძღავენ".

 

 

 

მსგავსი სიახლეები