თბილისში მშენებლობიდან მუშა გადმოვარდა - კაცი ადგილზე გარდაიცვალა
თბილისში მშენებლობიდან მუშა გადმოვარდა. უბედური შემთხვევა დიდ დიღომში მოხდა. კაცი ადგილზე გარდაიცვალა. საქმეზე გამოძიება 240-ე მუხლით დაიწყო. ახლა სწორედ გამოძიებამ უნდა დაადგინოს, იყო თუ არა შრომის უსაფრთხოების ნორმები ობიექტზე დაცული.