ლაზარე თავისუფლების მოლოდინში - როდის დატოვეს გრიგორიადისი ციხეს?

13.04.24 11:07
ლაზარე თავისუფლების მოლოდინში - როდის დატოვეს გრიგორიადისი ციხეს?

ლაზარე თავისუფლების მოლოდინში - მარტის აქციების სიმბოლოდ წოდებული ახალგაზრდა საპყრობილეს, სავარაუდოდ, რამდენიმე საათში დატოვებს.

მას შემდეგ, რაც პრეზიდენტი შეწყალების აქტს ხელს მოაწერს, დოკუმენტი პენიტენციურ სამსახურში გადაიგზავნება და დაუყოვნებლივ ამოქმედებას დაექვემდებარება. არსებობს ვარაუდი, რომ ხელისუფლების მართული სასამართლოს მიერ, ცხრაწლიან პატიმრობაში გაშვებული რუსული კანონის მოწინააღმდეგე აქტივისტი, ციხეს დღეს დატოვებს.  

"დღეს რაღაც პროცედურებია გასავლელი. დღეს ადვოკატები დაგვირეკავენ და სადღაც 12 საათზე გვეცოდინება, როდის გამოუშვებენ ლაზარეს. რავიცი ველოდებით, უკვე სიხარულია ჩვენს გულში და ამ საათებსაც გადავიტანეთ. პრეზიდენტმა თქვა, რომ განაჩენს ელოდებოდა, მანამდე ვერ შევიწყალებდიო და რადგან ლაზარე იყო უდანაშაულო და ეს მან კარგად იცოდა, მან თქვა, რომ არა უსამართლობას, არა რუსულ კანონს და ახალგაზრდების გზა უნდა იყოს ხსნილი", - ამბობს ლაზარეს დედა.

სალომე ზურაბიშვილმა ლაზარეს შეწყალება "ტვ პირველის" ეთერიდან დააანონსა. ინგა გრიგოლიასთვის მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში მთავარსარდალმა თქვა, რომ ვერ ხედავს ვერანაირ საფუძველს, რის გამოც რუსული კანონის მოწინააღმდეგე ახალგაზრდა ციხეში უნდა იჯდეს. ზურაბიშვილმა საკუთარი გადაწყვეტილებაც განმარტა და სამართალდამცველებს საკუთარი პატივისცემაც დაუდასტურა. პრეზიდენტს არც ის დაუმალავს, რომ შეწყალების მომენტიდან, ხელისუფლების მხრიდან ახალ თავდასხმებს ელოდება.

მსგავსი სიახლეები