"ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ეს კანონი არ გავიდეს" - რუსული კანონი "სამეფო უბნის თეატრშიც" გააპროტესტეს (ვიდეო)

13.04.24 11:35
"ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ეს კანონი არ გავიდეს" - რუსული კანონი "სამეფო უბნის თეატრშიც" გააპროტესტეს (ვიდეო)

 

 

 

არა რუსულ კანონს - სცენაზე მსახიობების საპროტესტოო ბანერებით გამოჩენა ტრადიციად იქცა. ხელისუფლების დაშინების პოლიტიკის მიუხედავად, ქვეყნისთვის საფრთხისშემცველ კანონპროექტს უარი ამჯერად "სამეფო უბნის თეატრის" მსახიობებმაც უთხრეს. სპექტაკლის დასრულების შემდეგ, მსახიობები სცენაზე გავიდნენ და თქვეს, რომ რუსული კანონის წინააღმდეგ ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რასაც დარბაზიდან მქუხარე ოვაციები მოჰყვა.

"ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ეს კანონი არ გავიდეს" - თქვა რეჟისორმა დათა თავაძემ.

თავაძემ მაყურებელს ასევე ლაზარე გრიგორიადისის შეწყალების შესახებ ამცნო.

მსგავსი სიახლეები