"არავითარი რუსული კანონი!" - "მოძრაობის თეატრის" ხელმძღვანელი
"არავითარი რუსული კანონი!" - "მოძრაობის თეატრის" ხელმძღვანელი კახა ბაკურაძე "პირველებთან" ამბობს, რომ რუსული კანონის მიღების შემთხვევაში მის თეატრს დახურავენ.
კახა ბაკურაძე ხაზგასმით ამბობს, რომ სახელმწიფო, რომელსაც თავისუფალი თეატრი არ აქვს, სახელმწიფო არ არის.
"არავითარი რუსული კანონი! გაუმარჯოს საქართველოს. ჩვენ თავისუფალი ქვეყანა ვართ. კანონის მიხედვით მე დამკეტავენ, რომ იცოდეთ. სუფთა ევროპული თეატრი ვართ. არ ჰგავს არც ქართულ თეატრებს, არც რუსულ თეატრებს. თეატრი არის დამოუკიდებლობა. თეატრი თუ არ აქვს სახელმწიფოს, ის სახელმწიფო სახელმწიფო არ არის", - ამბობს "პირველებთან" "მოძრაობის თეატრის" ხელმძღვანელი.
"მოძრაობის თეატრის" მსახიობებმა რუსული კანონი გუშინ გააპროტესტეს.
მათ სპექტაკლის დასრულების შემდეგ, სცენაზევე გაშალეს ბანერი - "არა რუსულ კანონს". არტისტების პროტესტს დარბაზში ოვაციები მოჰყვა.