რუსული ვერტმფრენი ქართული სოფლების თავზე - საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები მოსახლეობა შეშინებულია
ქართული სოფლების თავზე რუსულმა ვერტმფრენმა გადაიფრინა. რუსმა ოკუპანტებმა, სავარაუდოდ, ქართული საჰაერო სივრცე დაარღვიეს. სოფელ მეჯვრისხევის მოსახლეობა ამბობს, რომ რუსული სამხედრო ვერტფმრენი ოკუპირებული ცხინვალიდან გადმოფრინდა და ზარდიაანთკარის გავლით, მეჯვრისხევის ტერიტორიაზე დაფრინავდა.
შემთხვევა გუშინ და დღეს დღის 12 საათზე მოხდა.
ნახევარ საათზე ცოტა მეტია რაც გადაიფრინეს კიდევ... მსგავსი ფაქტი რამდენი ხანია არ ყოფილა. იმის თავი უნდა გქონდეს, რუსეთს უთხრა რომ წადი... აჭმევენ ამ ხალხს, ახოცინებენ-ერთი მეორეს", - ამბობს მოსახლეობა
რას შეიძლებაა უკავშირდებოდეს ოკუპანტების გააქტიურება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ვერ ამბობენ. უწყება მხოლოდ იმას აცხადებს, რომ ფაქტთან დაკაშირებით ცხელი ხაზია ამოქმედებული.