არასრულწლოვნებმა ფონიჭალაში მაღაზია გატეხეს

13.04.24 12:23
არასრულწლოვნებმა ფონიჭალაში მაღაზია გატეხეს

არასრულწლოვნებმა "გვირილას" მაღაზია გატეხეს - სავარაუდო დანაშაულში ორი გოგონაა მხილებული.

ინციდენტი ფონიჭალაში მოხდა. მაღაზიის წარმომადგენლები "პირველებს" უყვებიან, რომ  მოზარდებს მაღაზიიდან თამბაქოს გატანა უნდოდათ, თუმცა ვერ შეძლეს.

მომხდარზე გამოძიება დაწყებული, თუმცა დანაშაულში მხილებული პირების ასაკიდან გამომდინარე სამართალდამცველები მათ ვერ დააკავებენ.

ვერაფრის წაღება ვერ მოახერხეს, რადგან საპატრულო საღამოს მონიტორინგის შედეგად იმყოფებოდა ორი-ნაბიჯის წინ. როგორც კი ჩაიმტვრა მინა საპატრულომ ადგილზევე გააჩერა. არის ორი არასრულწლოვანი პირი. დაკავებული ჰყავს უკვე საპატრულოს და მიდის შესაბამისი ღონისძიებები. კომპანიამ ზარალი, მხოლოდ და მხოლოდ, კარის დაზიანების განიცადა. წვრილმანი ხულიგნობები მიდის, მაგრამ მთლად ასეთი ქურდობის ფაქტები და დაზიანება საბედნიეროდ არ გვქონია. ორივე ადგილზევე დააკავეს, განყოფილებაში ჰყავდათ გადაყვანილი და დაიწყო შესაბამისი ღონისძიება", - ამბობს მაღაზიის წარმომადგენელი.

მსგავსი სიახლეები