თვითმარქვია "კრიმინალური ავტორიტეტი", რომელიც მოქალაქეებს ემუქრებოდა და $100 000-ს სთხოვდა, პატიმრობაში გაუშვეს
დიდი ოდენობით ქონების გამოძალვის ფაქტზე, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ერთ პირს ბრალი წარუდგინა.
საქმის მასალების მიხედვით, ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებებით დადგინდა, რომ მარნეულის მუნიციპალიტეტში ბრალდებული სხვა პირებთან ერთად დაზარალებულებს სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა და 100 ათას ამერიკულ დოლარს სძალავდა.
საქართველოს პროკურატურამ ჯგუფურად ჩადენილი დიდი ოდენობით ქონების გამოძალვის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ მარნეულის მუნიციპალიტეტში ბრალდებულმა სხვა პირებთან ერთად დაზარალებულებს სიცოცხლის მოსპობის და ნივთების განადგურების მუქარით 100 000 აშშ დოლარის გადახდა მოსთხოვა.
სამართალდამცველებმა ბრალდებული სასამართლოს განჩინების საფუძველზე, 10 აპრილს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით (გამოძალვა, დაზარალებულის მიმართ ძალადობის გამოყენების და მისი ნივთის განადგურების მუქარა, ჩადენილი ჯგუფურად, დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით) წარედგინა.
პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა". - ვკითხულობთ განცხადებაში.