NCDC-ის დირექტორს 4 მოადგილე ჰყავს და თითოეულ მათგანს გაპიროვნებული მანქანა ემსახურება - "ფლანგვის დეტექტორი"

13.04.24 13:46
NCDC-ის დირექტორს 4 მოადგილე ჰყავს და თითოეულ მათგანს გაპიროვნებული მანქანა ემსახურება - "ფლანგვის დეტექტორი"

დაავადებათ კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორს 4 მოადგილზე ჰყავს, რომელთაც გაპიროვნებული მანქანები ემსახურებიან - ამის შესახებ ინფორმაციას "ფლანგვის დეტექტორი" ავრცელებს.

ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, 6 წლის განმავლობაში NCDC-ში ჯამურად 715,079 ლიტრი საწვავი მოიხმარეს, რაც 1,731,474 ლარი დაჯდა.

ამასთანავე, ორგანიზაციის ცნობით, ამავე პერიოდში ავტონამქანების რეცხვასა და შეკეთებაში ტენდერების გზით დაახლოებით 700,000 ლარი დაიხარჯა.

6 წლის განმავლობაში, NCDC-ში ჯამურად 715,079 ლიტრი საწვავი მოიხმარეს, რაზეც 1,731,474 ლარი დაიხარჯა.

ცენტრის ინფორმაციით, 2022 წლამდე გაპიროვნებული მანქანა 5 პირს ემსახურებოდა, გამყრელიძის წასვლის შემდეგ კი 4 ადამიანამდე შემცირდა.

გარდა ამისა, ამავე პერიოდში ტენდერების გზით ავტომანქანების რეცხვასა და შეკეთებაში დახარჯულია თითქმის 700,000 ლარი.

NCDC-ის მიერ გამოგზავნილ წერილში არ წერია მიზნობრიობა, რატომ გახდა აუცილებელი თითოეული მოადგილისთვის გაპიროვნებული მანქანის მომსახურება," - წერს ორგანიზაცია.

ცნობისთვის, გაპიროვნებული მანქანა ეწოდება ისეთ ავტომობილს, რომელიც კონკრეტული დაწესებულების არსებულ ბალანსზეა და დროებითი სარგებლობის მიზნით, დაწესებულების თანამშრომელზეა გადაცემული.

მსგავსი სიახლეები