"არა რუსულ კანონს" - ორშაბათს, 19 საათზე პარლამენტთან აქცია გაიმართება
"არა რუსულ კანონს" - ამ ლოზუნგით ორშაბათს, 15 აპრილს, 19:00 საათზე, საკანონმდებლო ორგანოსთან აქცია გაიმართება.
საპროტესტო აქციის ორგანიზატორები მოქალაქეებს ქუჩაში გამოსვლისკენ მოუწოდებენ და პირდაპირ ამბობენ, რომ რუსული კანონი საქართველოსა და ევროპას შორის აღმართული დიდი კედელია.
"საქართველოს ევროპული მომავლისთვის ბრძოლა გრძელდება.
ორშაბათს, 15 აპრილს, 19:00 საათზე, რუსული კანონის პირველი საკომიტეტო მოსმენის შემდეგ, პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია გაიმართება!
ნუ დარჩები სახლში, გამოდი გარეთ. რუსული კანონი გვეხება საქართველოს ყველა მოქალაქეს!
რუსული კანონი არის დიდი კედელი საქართველოსა და ევროპას შორის!" - ვკითხულობთ განცხადებაში.