თავდასხმა “ტვ პირველისა“ და „მთავარის“ თანამშრომლებზე - საქალაქო სასამართლოში პროცესი იწყება

09.07.21 10:29
თავდასხმა “ტვ პირველისა“ და „მთავარის“ თანამშრომლებზე - საქალაქო სასამართლოში პროცესი იწყება

რადიკალური ჯგუფების მიერ ჟურნალისტებზე თავდასხმის საქმეზე სასამართლო პროცესები გრძელდება - დღეს ტელეკომპანიების „ტვ პირველის“ რეპორტიორების, ასევე, ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ოპერატორის მიმართ სამსახურებრივი საქმიანობისას სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის მიაყენების ბრალდებით დაკავებული 4 პირის სასამართლო პროცესი გაიმართება.

პროცესი საქალაქო სასამართლოში 11:00 საათზეა ჩანიშნული.  ბრალდების მხარე დაკავებულების პატიმრობას ითხოვს. 

ჟურნალისტების ცემის, ძალადობის, მუქარის და საქმიანობაში ხელშეშლის ბრალდებით სამართალმცველებმა კიდევ 4 პირი დააკავეს - დაკავებულთა შორის ორი პირი ,,ტვ პირველის" გადამღებ ჯგუფზე, ორი კი ,,მთავარი არხის" ჟურნალისტებზე განხორციელებული თავდასხმის ბრალადებით არის დაკავებული.

პირველების რეპორტიორებზე სასტიკი ანგარიშსწორება „ სირცხვილიას“  ოფისში მოხდა. მირანდა ბაღათურია და ლექსო ლაშქრავა 10 კაციანმა ძალადობრივმა დაჯგუფებამ სცემა, ტექნიკა დაუმტვრია  და თავისუფლება აღუკვეთა, თუმცა გომელაურის უწყებამ ამ დრომდე მხოლოდ ორი პირის დაკავების გადაწყვეტილება მიიღო. ძალადობაში მონაწილე სხვა პირები ისევ თავისუფლებაზე არიან.  

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მე -2, 156-ის მე -2 ნაწილის "ა" და 225-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს.

მსგავსი სიახლეები