ეს გამაფრთხილებელი აქციაა - მორგოშია მასშტაბურ პროტესტს აანონსებს და "ოცნებას" ადმინისტრაციული შენობების პიკეტირებით ემუქრება
"ქართული ოცნების" ოფისთან აქცია იმართება - როსტომ მეფის სასახლესთან პრორუსულად განწყობილი დაჯგუფების მომხრეები მივიდნენ.
"ალტ-ინფოს" მხარდამჭერები მათი პარტიის გაუქმებას აპროტესტებენ და ხელისუფლებას ულტიმატუმს უწესებენ.
ხუთი ივლისის მთავარი შემოქმედები ფიქრობენ, რომ "ოცნებას" მათი მზარდი რეიტინგის შეეშინდა და საარჩევნოდ გზიდან მიზანმიმართულად ჩამოიშორეს.
ქუჩაში გასული ულტრამემარჯვენე ძალები სამთავრობო შენობის პიკეტირებით იმუქრებიან და "პირველებთან" ამბობენ, რომ ყველა ადმინისტრაციული შენობა მათ მიერ პარალიზებული იქნება.
დღევანდელი აქცია ემსახურება იმას, რომ "ქართულმა ოცნებამ" გადაასწრო ჩრდილოეთ კორეას. ასეთი პრეცედენტი, რომ პარტია გაეუქმებინოთ პოსტსაბჭოთა სამყაროში კი არა, მსოფლიოში არ არსებობს, არ მახსენდება აფრიკის არცერთი ქვეყანა. გააუქმა პარტია თავისთავად ცხადია ისეთი, რომელიც სამი წელი მოქმედებდა, მოსწონდათ თუ არ მოსწონდათ აკეთებდა თავის საქმეს. ამ პარტიას უწერდნენ კომუნალურებს, გადასახადებს, ჯარიმებს, ცესკოს ათვლევინეს 50 ათას კაცზე მეტის ხმა. ერთ დღეს მერე "ქართული ოცნების" ყველაზე ჭკვიანმა დააჭირა კნოპკას ხელი და გააუქმა კონსერვატიული მოძრაობა "ალტ-ინფო". თავისთავად ცხადია. ეს არის გამაფრთხილებელი აქცია. რკინიგზის ყველა მაგისტრალი, თბილისის ყველა შემოსასვლელი, დღეს არ ვიძახი, ზოგადად, ყველა ადმინისტრაციული შენობა იქნება პარალიზებული და მოხდება მათი პიკეტირება. ეს ხალხი გონს უნდა მოეგოს", - ამბობს კოკა მორგოშია.