აქცია მმართველი პარტიის ოფისთან - ალტ-ინფოს წევრებმა "ოცნების" დროშები დაწვეს
ძალადობრივი და პრორუსული კონსერვატიული მოძრაობის აქცია მმართველი პარტიის ოფისთან - ალტ-ინფოს წევრებმა "ოცნების" დროშები დაწვეს.
ოფისთან უამრავი ადამიანია შეკრებული და მობილიზებულია პოლიციაც.
"ალტ-ინფოს" მხარდამჭერები მათი პარტიის გაუქმებას აპროტესტებენ და ხელისუფლებას ულტიმატუმს უწესებენ.
ხუთი ივლისის მთავარი შემოქმედები ფიქრობენ, რომ "ოცნებას" მათი მზარდი რეიტინგის შეეშინდა და საარჩევნოდ გზიდან მიზანმიმართულად ჩამოიშორეს.
ქუჩაში გასული ულტრამემარჯვენე ძალები სამთავრობო შენობის პიკეტირებით იმუქრებიან და "პირველებთან" ამბობენ, რომ ყველა ადმინისტრაციული შენობა მათ მიერ პარალიზებული იქნება.