"ქართული იდეა" - "ალტ-ინფოს" ახალი პარტია ექნება

13.04.24 17:11
"ქართული იდეა" - "ალტ-ინფოს" ახალი პარტია ექნება

"ალტ-ინფოს" ახალი პარტია ექნება - პრორუსული დაჯგუფების წევრებმა გამოსავალი იპოვეს. ერთი პარტიის გაუქმების შემდეგ, რადიკალურად განწყობილ ადამიანებს მეორეს ჩუქნიან.

"ქართული იდეა" - ასე ეწოდება პარტიას, რომელსაც რამდენიმე დღეში ხუთი ივლისის შემოქმედები სახელს შეუცვლიან, სათავეში ჩაუდგებიან და საარჩევნოდ მზადებას დაიწყებენ.

პრორუსული ძალები "ქართულ ოცნებას" მძიმე კონკურენციას ჰპირდებიან და მუქარის ტონით ელაპარაკებიან. "არ გაბედოთ ხელის შეშლა" - უთვლიან  რადიკალური დაჯგუფების წევრები ხელისუფლებას.

"ქართული იდეა", ბატონი ლევან ჩაჩუას პარტია არის უკვე ჩვენი. ეს პარტია არის დარეგისტრირებული უკვე 7-8 წელია. ამავე პარტიაზე შევაგროვებთ საჭირო 25 ათას ხმას, რაც ჩვენთვის არანაირი პრობლემა არ არის. ვეცდებით, რომ წინაზე თუ 50 შევაგროვეთ ერთ თვეში, ახლა 100 ათასი შევაგროვოთ, ჩავაბაროთ და კიდევ ერთხელ ძალის დემონსტრირება ვანახოთ "ქართულ ოცნებას". ყრილობას 300 კაციანს ხვალ, ზეგვე ჩავატარებთ. ეს არ არის პრობლემა. ყრილობაზე მხოლოდ სახელის ცვლილება მოხდება და თავმჯდომარის. იგივე შემადგენლობით დავტოვებთ ყველაფერს", - ამბობს  კოკა მორგოშია.

ძალადობრივი და პრორუსული კონსერვატიული მოძრაობის აქცია მმართველი პარტიის ოფისთან - ალტ-ინფოს წევრებმა ცოტა ხნის წინ "ოცნების" დროშები დაწვეს.

"ალტ-ინფოს" მხარდამჭერები მათი პარტიის გაუქმებას აპროტესტებდნენ.

ქუჩაში გასული ულტრამემარჯვენე ძალები "ოცნებას" სამთავრობო შენობის პიკეტირებით  დაემუქრნენ.

 

მსგავსი სიახლეები