პრორუსული მოძრაობის მხარდამჭერებს დღეს თავი პრეზიდენტის საწინააღმდეგო აქციაზე ეგონათ
ძალადობრივი და პრორუსული კონსერვატიული მოძრაობის აქცია "ოცნების" ოფისთან - პრორუსული ჯგუფის მხარდამჭერების ნაწილმა, ვინც დღეს აქციაზე იმყოფებოდნენ არც კი იცოდნენ, რას აპროტეტსებდნენ.
ზოგიერთს ეგონა, რომ პრეზიდენტის საწინააღმდეგო აქციაზე იმყოფებოდა და ამბობდა, რომ სალომე ზურაბიშვილის მოწოდებები არ მოსწონდა.
ჩვენ იმიტომ მოვედით, რომ საქართველო უნდა იყოს თავისუფალი. გამყიდველი ხალხი არ გვინდა. მაგათი მილიონები სულ არ გვინდა. ჩვენი არჩეული პრეზიდენტი რომ იყო, გადაყენებული რომ არის. რა ქვია, დამავიწყდა. რა მნიშვნელობა აქვს, გინდ ყოფილა პრეზიდენტად, გინდ არა", - თქვა აქციის მონაწილემ.
არ მივცემ ხმას ივანიშვილს. "ნაციონალებს" ხომ საერთოდ არ მივცემ ხმას. ერთადერთი ამათთვის მინდოდა ხმის მიცემა და მომეცი ამის უფლება. გაბრაზებული კი არა გაცოფებული ვარ. გამაბრაზა ბიძინა ივანიშვილის უკანონობამ", - ამბობს ალტ-ინფოს მხარმდამჭერი.
ეროვნული მთავრობა არ უნდათ. იმათთან შედარებით "ალტ-ინფო" ეროვნულია, აბა "ოცნებაა" ეროვნული?- თქვა აქციის მონაწილემ
ძალადობრივი და პრორუსული კონსერვატიული მოძრაობის აქცია მმართველი პარტიის ოფისთან - ალტ-ინფოს წევრებმა ცოტა ხნის წინ "ოცნების" დროშები დაწვეს.
"ალტ-ინფოს" მხარდამჭერები მათი პარტიის გაუქმებას აპროტესტებდნენ.
ქუჩაში გასული ულტრამემარჯვენე ძალები "ოცნებას" სამთავრობო შენობის პიკეტირებით დაემუქრნენ.