NCDC-ის დირექტორის მოადგილეებს გაპიროვნებული მანქანები ემსახურება - "ფლანგვის დეტექტორი"
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილეებს გაპიროვნებული მანქანები ემსახურება. ინფორმაციას "ფლანგვის დეტექტორი" აქვეყნებს. მკვლევარებმა შეისწავლეს ოფიციალური მონაცემები და დაადგინეს, რომ ბოლო წლებში NCDC-ის ავტოპარკისთვის გამოყოფილი თანხები რეკორდულად არის გაზრდილი. "ფლანგვის დეტექტორი" წერს, რომ მხოლოდ 2020 წელს ცენტრმა 141-608 ლიტრი საწვავი დახარჯა. მ
კვლევარების დაჯამებული მონაცემებით, ექსვი წლის განმავლობაში დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში მხოლოდ საწვავში ორ მილიონამდე ლარი დაიხარჯა. რაც შეეხება მანქანების რეცხვა-მოვლა-შეკეთებას, მკვლევარების ინფორმაციით, წლების განმავლობაში 4 უკონკურენტო შესყიდვაც დაფიქსირდა.