ლაზარე გრიგორიადისი ამ დრომდე ციხეში რჩება - როდის დატოვებს საპატიმროს?
დაესწრება თუ არა რუსული კანონის წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციას ლაზარე? 23 წლის მომიტინგე ამ დრომდეე ციხეში რჩება. ადვოკატების ინფორმაციით, მოსამართლე ზვიად შარაძეს განჩინება ამ დრომდე არ გამოუცია, რაც იმას ნიშნავს, რომ პრეზიდენტი ჯერ-ჯერობით შეწყალების აქტს ვერ გამოსცემს.
ოჯახს არ აქვს მოლოდინი, რომ მოსამართლე განჩინებას ორშაბათსვე გამოსცემს. ისინი ფიქრობენ, რომ ზვიად შარაძე კანონით დადგენილ 10 დღიან ვადას ბოლომდე ამოწურავს, ამიტომ გამორიცხული არ არის, ლაზარე გრიგორიადისმა ციხე კვირის ბოლომდე ვერ დატოვოს.
პარასკევს თქვა ქალბატონმა სალომემ, რომ სევიწყალებ, მაგრამ კონკრეტულად არ უთქვამს, რომ შეიწყალა. ვიცით, რომ ელოდება განჩინებას სასამართლოსგან და როგორც კი მიუვა ეს განჩინება, ლაზარეს გაათავისუფლებენ, მაგრამ მოსამართლე რას მოიმოქმედებს, არ ვიცი. სავარაუდოდ, შეუძლია, რომ კიდევ გაწელოს. რას ელოედბა არ ვიცი, რაღაც თეატრს და თამაშს ემსგავსება ეს ყველაფერი. პრეზიდენტის ადმინისტაციაში რომ შევიტანეთ განცხადება, მაშნ გვითხრეს, რომ ტელეფონზე მოვა შეტყობინების სახით და ეს შეტყობინებაც არ მოსულა, - ამბობს ლაზარეს დედა თამთა კალანდაძე.
შეგახსენებთ, რომ ლაზარე გრიგორიადისის შეწყალება სალომე ზურაბიშვილმა ინგა გრიგოლიას "რეაქციაში" დააანონსა.