სასტიკი მკვლელობა ბოლნისში - "პირველებმა" ახალი დეტალები გაარკვია
ახალი დეტალები ბოლნისში მომხდარ სასტიკ მკველობაზე - გარდაცვლილი შშმ პირის დედა "პირველებთან" ინტერვიუში ამბობს, რომ მისი შვილი, სავარაუდოდ, სამმა მამაკაცმა აწამა, შემდეგ კი მოკლა. ისააკ გუსეინოვის ოჯახის წევრები დეტალურად იხსნებენ ღამეს, როცა მამაკაცი, რომელსაც საუბარიც კი არ შეეძლო, გაუჩინარდა და სახლში არ დაბრუნებულა.
დამეხმარეთ, რომ ჩემი შილის მკვლელი ვიპოვოთ. დედა ვარ, რომელსაც შილი მოუკლეს. ღამით შვილს რომ ვეძებდი, ორი პირი დავინახე. მითხრეს, დაგეხმარებითო, ღამის ორი საათი იყო. ეჭვი მაქვს, რომ რაღაც იციან ჩემი შილის მკვლელობაზე, - ამბობს მოკლულის დედა.
მოკლული შშმ პირის მამა კი ამბობს, რომ ეჭვი ვერავისზე მიაქვ, რადგან მისი შვილის უწყინარი და მშვიდი ადამიანი იყო.
ჩემი შვილი არ ლაპარაკობდა, მაგრამ ყველაფერი ესმოდა. მშვიდი ბიჭი იყო, არ ვიცი რა მოხდა. სამი დღე ვეძებდით, ბოლოს კი ასეთ მდგომარეობაში ვიპოვეთ. ეჭვი არავისზე გავქვს. პოლიცია იყო და გამოჰკითხა ნახევარი სოფელი, მაგრამ ამ დრომდე დაკავებული არავინაა. დანა ათჯერ მაინც ჰქონდა ჩარტყმული და ყელიც გამოჭრილი, - ამბობს მოკლულის მამა.
ისააკ გუსეინოვის ოჯახი ფიქრობს, რომ შშმ პირი სხვა ადგილას აწამეს და მოკლეს, შემდეგ კი გვამი გადამალეს. ისინი მკვლელების უნკაცრესად დასჯას ითხოვე.
ცხედარი რომ ვიპოვეთ, ტანსაცმელი სუფთა და მშრალი იყო. ეჭი გავქვს,რ ომ სადღაც სხვაგან მოკლეს, გვამის გადამალვა უნდოდათ და იქ გადააგდეს. წამებით მოკლეს, დაზიანებები დანით აქვს მიყენებული, ყელი გამოჭრილი და სავარაუდოდ, თავშიც ურტყამდნენ. ყველაფერი ახლა გამოძიებამ და ექსპერტიზამ უნდა დაადგინოს, ერთი ადამიანი ასეთ სასტიკ დანაშაულს ვერ ჩაიდენდა. სავარაუდოდ, რამდენიმე ადამიანი იყო. მკვლელების სამაგალითოდ დასჯას ვითხოვთ, - ამბობს ოჯახის წევრი.
შეგახსენებთ, რომ სოფელ მამხუტში 33 წლის ისააკ გუსეინოვი მოკლეს. მეზობლებმა მისი ცხედარი 2-დღიანი ძებნის შემდეგ, ტყეში იპოვეს. ადგილობრივები "პირველებს" უყვებიან, რომ გარდაცვლილი შშმ პირი იყო, რომელიც დამოუკიდებლად არსად არ გადაადგილდებოდა. ბოლნისის მაცხოვრებლების ცნობით, კაცი თავდამსხმელებმა სახლიდან რამდენიმე დღის წინ, სავარაუდოდ, მოტყუებით გაიტაცეს, რის შემდეგადაც სასტიკი მეთოდებით აწამეს და მოკლეს.
სასტიკი დანაშაულიდან უკვე რამდენიმე დღეა გასული, თუმცა პოლიციას ამ დრომდე არავინ დაუკავებია.