გორის საკრებულოს წევრი დააკავეს

09.07.21 10:49
 გორის საკრებულოს წევრი დააკავეს

გორის საკრებულოს წევრი, კახა ბურჯანაძე, დააკავეს. საკრებულოში "ევროპული საქართველოს" სიით შესულ დეპუტატს ავტომობილის დაწვას ედავებიან. 

დაზარალებულია ქალი, რომელთანაც ბურჯანაძე უკვე წლებია, მეგობრობს. დეპუტატი ამბობს, რომ ქონება მისი შეძენილი იყო და მომხდარიც ქალზე შურისძიებას უკავშირდება.

ბურჯანაძე პოლიციაში გუშინ თავად გამოცხადდა. 

ადვოკატის თქმით, ბურაჯანაძემ მანქანა იყიდა, მეგობარ ქალს გადასცა და ვეღარ იბრუნებდა. 

"კახა ბურჯანაძემ დაწვა საკუთარი ავტომობილი, რომელიც სამართავად ქალს ჰქონდა და არ უბრუნებდა" - ამბობს ადვოკატი