ქართველი ექიმები ვირჩევთ ევროპას! - მედიკოსებმა რუსული კანონი რესპუბლიკურთან გააპროტესტეს
რუსული კანონი დღეს რესპუბლიკურთან მედკოსებმაც გააპროტესტეს. ენმ-ს წევრის სოფო ჯაფარიძის თქმით, ახლა როგორც არასდროს მნიშვნელოვანია ერთიანობა, რადგან რუსული კანონი ქვეყნის ევროინტეგრაციას უშლის ხელს. ოპოზიციის წევრი პირდაპირ ამბობს, რომ ქართველი ექიმები ირჩევენ ევროპას და არა რუსეთს.
ქართველი ექიმები ქვეყნის ისტორიის ყველაზე მნიშვნელოვან დროს ყოველთვის იყვნენ, არიან და იქნებიან ჩვენი ხალხის და საქართველოს გვერდით. რუსული კანონი ხელს უშლის ჩვენს ევროპულ ინტეგრაციას. ეს ყველას კარგად გვაქვს გაცნობიერებული. დღეს ჩვენ ვირჩევთ ან დასავლეთს და ვირჩევთ ჩვენი ხალხის კეთილდღეობას, ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობას ან ვირჩევთ ჩრდილოეთს და ჩვენ ვირჩევთ კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობას ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ხალხის, რაც მდგომარეობაშიც დღეს ვართ. ძალიან მნიშვნელოვანია დღევანდელი რეალობა. ეს არის სრულიად ზეპარტიული რეალობა, სადაც განურჩევლად ჩვენი პროფესიისა თუ პოზიციისა ყველამ უნდა ამოვიღოთ ხმა და ყველა უნდა დავდგეთ ერთად რუსული კანონის წინააღმდეგ. დიახ, ქართველი სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები ვირჩევთ ევროპას, ვირჩევთ დასავლეთს და კიდევ ერთხელ ვამბობ: არა რუსულ კანონს!, - თქვა დღეს სოფო ჯაფარიძემ.