არა რუსულ კანონს! ასე ვეტყვით ექიმები ამ ხელისუფლებას - ირაკლი გიორგობიანი
„არა რუსულ კანონს და წინ ევროპისაკენ! - ასე ვეტყვით ექიმები ჩვენ ამ ხელისუფლებას,“ - ამის შესახებ ექიმმა-პროფესორმა ირაკლი გიორგობიანმა რესპუბლიკურთან მედიკოსების შეკრებისას განაცხადა. მისი თქმით, ქვეყნის მომავალი ევროპულია და სულ მალე ჯანდაცვის სისტემაც ევროპული უნდა გახდეს.
ექიმები, ადამიანები, რომლებიც ყოველთვის სწორ პოზიციაზე დგანან და დგანან იქ, სადაც დგას ქართველი ხალხი, სადაც სჭირდება ჩვენს სახელმწიფოს გვერდში დგომა. არა რუსულ კანონს - ასე ვეტყვით ექიმები ჩვენ ამ ხელისუფლებას. ჩვენი მომავალი არის ევროპული ჯანდაცვის სისტემა და ძალიან მალე ჩვენ გვექნება ევროპული ჯანდაცვის სისტემა. არა რუსულ კანონს და წინ ევროპისაკენ!, - განაცხადა ირაკლი გიორგობიანმა.