რა საფრთხეებს შეიცავს რუსული კანონი - ხელოვანები იურისტებს საზოგადოების ინფორმირებას სთხოვენ

14.04.24 17:21
რა საფრთხეებს შეიცავს რუსული კანონი - ხელოვანები იურისტებს საზოგადოების ინფორმირებას სთხოვენ

"სახელმწიფოს გაუქმების მცდელობა" - ასე აფასებენ ხელოვანები "ქართული ოცნების" სურვილს, მიიღოს რუსული კანონი. დედა ენის ბაღში გამართულ შეკრებაზე ხელოვანებს იურისტებმა მიაწოდეს დეტალური ინფორმაცია, რატომ არის "ოცნების" შემუშავებული კანონი რუსული და რა საფრთხეებს შეიცავს. 

ხელოვანები ამბობენ, რომ შეხვედრა ნაყოფიერი იყო და სთხოვენ იურისტებს, აღნიშნული ინფორმაცია რიგით მოქალააქეებსაც მიაწოდონ. 

უბრალოდ, პანიკა გამიჩნდა ამ კანონის წინააღმდეგ, იმიტომ, რომ ეს უნდა ყოველდღე, ბევრჯერ, ახალგაზრდა იურისტები დასხდნენ და ტელევიზიებიდან თუ სადაც იქნება საინფომრაციო წვდომა, ყველგან ზუსტად უთხრან თუ რაოდენ საშიშია ეს, რამდენად კატასტროფულ მდგომარეობაში აღმოჩნდება ქვეყანა სულ რამდენიმე თვეში, - ამბობს მსახიობი ბაია დვალიშვილი.

ამავე აზრს იზიარებს მომღერალი გიორგი უშიკიშვილი.

რუსულს რატომ ვეძახით, ეს განმარტებები დღეს მივიღეთ და ჩენ ვთხოვეთ ამ ადამიანებს ძალიან, რომ ის ინფორმაცია, რაც ჩვენ მივიღეთ და რამაც მე უფრო მეტად აღმაშფოთა, უფრო დაწვრილებით და გასაგებ ენაზე საზოგადოებას მეტად მიაწოდონ, - ამბობს გიორგი უშიკიშვილი.

რუსული კანონი მიუღებელია მსახიობ ანა ტყებუჩავასთვისაც.  

 
არა რუსულ კანონს! შარშანაც არა, წელსაც არა და მომავალ წელსაც, კიევ იქით წელს და კიევ როცა მოუვათ აზრად, იმიტომ, რომ არ არის ეს ჩვენი, - ამბობს ანა ტყებუჩავა.

მსგავსი სიახლეები