"არა რუსულ კანონს, წინ ევროპისკენ" - ხვალინდელი აქციისთვის სტუდენტებიც ემზადებიან

14.04.24 17:34
"არა რუსულ კანონს, წინ ევროპისკენ" - ხვალინდელი აქციისთვის სტუდენტებიც ემზადებიან

სტუდენტები და ახალგაზრდები ხვალინდელი აქციისთვის ემზადებიან. რუსული კანონის მოწინააღმდეგეები ბოლო საათებია ბანერებს ამზადებენ. ხვალინდელ პროტესტს სხვადსახვა უნივერსიტეტის სტუდენტი შეუერთდება. ახალგაზრდები ჯერ რუსთაველის მეტროსთან შეიკრიბებიან, შემდეგ კი მსვლელობით პარლამენტთან მივლენ.

სტუდენტები იმედოვნებენ, რომ წელსაც, ისევე როგორც შარშან, შეძლებენ ხლეისუფლებას უკან დაახევინო და რუსული კანონი უკან გააწვევინონ. ამასთან, ახალგაზრდები "ოცნებას" აფრთხილებენ, არ დააბიოს სტუდენტები, რადგან მათი დარბევა ხელისუფლებას ძვირად დაუჯდება. 

ძალიან ბევრი უნივერსიტეტის სტუდენტია, ორმელიც მზად არის იმისთვის, რომ ამ კანონის უკან გაწვევა მოითხოვოს ხელახლა. გახსოვთ, რომ შარშან ძალიან დიდი წვლილი ამ გამარჯვებაშ სწორედ ახალგაზრდებს მიგვიძღვოდა და ასე იქნება ახლაც. იმედიო გვაქვს, რომ უკიდურესად არ დაძაბავს ხელისუფლება სიტუაციას. ჩვენ მოვუწოდებთ, რომ სტუდენტების დარბევა მათ ძვირად დაუჯდებათ. ჩვენ ყველაფრისთვის მზად ვართ და პირველ რიგში, ეს მზადყოფნა არის გამყარებული იმით, რომ ვიცავთ საქართველოს ევროპულ მომავალს, - ამბობს პროტესტის მონაწილე. 

შეგახსენებთ, რომ "ოცნება" ხვალ საფრთხის შემცველი კანონპროექტის საკომიტეტო განხილვას იწყებს. ორშაბათს, ზუსტად 10:00 საათზე ყურადღების ცენტრში პარლამენტი მოექცევა. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ოთახში შესულ დეპუტატებს ხალხი ქუჩიდან გააგონებს საკუთარ სათქმელს.

მსგავსი სიახლეები