რუსული კანონის წინააღმდეგ მასწავლებლებმა პეტიცია შექმნეს

14.04.24 17:53
რუსული კანონის წინააღმდეგ მასწავლებლებმა პეტიცია შექმნეს

277 მასწავლებელი რუსული კანონის წინააღმდეგ ერთიანდება. სოციალურ ქსელში კიდევ ერთი პეტიცია ვრცელდება, რომელსაც ხელს მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს გამარჯვებულებიც აწერენ. საჯარო სკოლებში დასაქმებული პედაგოგები ღიად ამბობენ, რომ ძალაუფლება ხალხს ეკუთვნის და არა ხელისუფლებას, ამიტომ ჩინოვნიკებმა უნდა შეასრულონ მოსახლოების სურვილი და არ მიიღონ რუუსული კანონი. 

მასწავლებიი ხვდებიან, რომ მათი პოზიცია არ იქნება მოსაწონი მმართველი გუნდისთვის, მაგრამ ამის მიუხედავად, ლაპარაკი გაბედეს, რადგან ფიქრობენ, რომ საქართველოს საფრთხე ემუქრება. 

ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც მასწავლებელი იღებს გადაწყვეტილებას და თავად აწერს ხელს. ჩვენ არავისთვის ძალა არ დაგვიტანებია. უბრალოდ, ამ კანონს იმიტომ ვაპროტესტებთ, რომ ეს კანონი საზოგადოების გახლეჩვას უწყობს ხელს, - ამბობს მასწავლებელი ლადო აფხაზავა. 

სოფო გოგოხია ამბობს, რომ ამ ვითარებაში, პირველ რიგში, მკაფიო პოზიცია სწორედ მასწავლებელს უნდა ჰქონდეს. მისი თქმით, სწორედ ახლა წყდება ქვეყნის ბედი და დუმილი არასწორია. 

მყარად მწამს, რომ ვინ თუ არა მასწავლებელმა უნდა იქონიოს მკაფიო პოზიცია, იმიტომ, რომ ყოფნა-არყოფნის ზღვარზე ვდგავართ და პრანჭვა-გრეხვის დრო არ არის, იმიტომ, რომ ჩვენი ბედი წყდება. ეს ფანჯარა შეიძლება ან საერთოდ არგაიღოს ჩვენთვის ან ამას დასჭირდეს კიდევ ბევრი ათეული წელი, - ამბობს პედაგოგი სოფო გოგოხია. 

მსგავსი სიახლეები