ბოლნისის პოლიცია სკანდალში ეხვევა - "მოწმე" სამართალდამცველებს საქმის შეკერვაში ადანაშაულებს

14.04.24 18:07
ბოლნისის პოლიცია სკანდალში ეხვევა - "მოწმე" სამართალდამცველებს საქმის შეკერვაში ადანაშაულებს

ბოლნისის პოლიცია ახალ სკანდალში ეხვევა. გამოჩნდა მოწმე, რომელიც ამტკიცებს, რომ სამართალდამცველებმა ნიკა მიშელაძემ და მამუკა კორძაძემ მკვლელობის საქმეზე ცრუ ჩვენება მიაცემინეს. ზეწოლით მიღებული გამოკითხვის ოქმით და გაყალბებული მტკიცებულებებით პატიმრობისთვის 47 წლის კაცი გაიმეტეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა გამოკითხვის ოქმში ჩაწერეს, რომ შალვა ტოგონიძემ დავით რეხვიაშვილის მკვლელობა დაინახა, არადა, ტოგონიძე დანაშაულის ჩადენის მომენტში სახლში იყო და ეძინა.

თქვი, რომ იქ იყავიო...არაფერი დამინახავს, - ამბობს ტოგონიძე. 

დაკავებულის ადვოკატი ამბობს, რომ გამოძიებას საქმის გახსნა გაუჭირდა, ამიტომ ცრუ მოწმე გამოიყენა.  

ჩუმაშვილს გამოძიება ედავებოდა განზრახ მკვლელობის ჩადენას. მის მიმართ არ იყო საქმეში არანაირი მტკიცებულება გარდა ერთი მოწმის, შალვა ტოგონიძის ცრუ ჩვენებისა. რაც შეეხება შალვა ტოგონიძეს, ეს არის პირი, რომელიც შემთხვევის ადგილზე იმ დღეს საერთოდ არ ყოფილა, მთელი დღის განმავლობაში იმყოფებოდა სახლში, მას მიაკითხა პოლიციამ, წაიყვანეს საგამოძიებო ორგანოში, მასზე იძალადეს ფსიქოლოგიურად, დაემუქრნენ, რომ აუცილებლად დააკავებდნენ თუ არ მისცემდა ცრუ ჩვენებას გურამ ჩუმაშვილის მიმართ. წინასწარ დაუწერეს ჩვენება და მოაწერინეს ხელი, - ამბობს ადვოკატი. 

მას შემდეგ, რაც "პრველებმა" შალვა ტოგონიძის აღიარებითი ჩვენება მოიპოვა და იტერვიუ ჩაწერა, მას რაიონული პოლიციიდან გამომძიებლები მივიდნენ და საგამოძებო უწყებაში გამოკითხვაზე დაიბარეს. ოჯახის წევრებს და ბრალდებულის ადვოკატს ეჭვი აქვთ, რომ პოლიცია ტოგონიძეზე ზეწოლას გააგრძელებს, ვინაიდან საქმე ახლა მეორე ინსტანციაშ საჩივრდება. 

საქმე 27 მაისს ბოლნისში მომხდარ მკვლელობას ეხება. ახალგზრდა კაცის განსაკუთრებული სისტატიკით მოკვლის ბრალდებით გამოძიებამ გურამ ჩუმაშილი დააკავა, რომელსაც საბოლოოდ, 12 წლიანი პატიმრობა მიესაჯა. 

მსგავსი სიახლეები