ზეწოლა საჯარო მოხელეებზე - აჭარაში ბაგა-ბაღების თანამშრომლებს რუსული კანონის პროპაგანდას აიძულებენ

14.04.24 20:30
ზეწოლა საჯარო მოხელეებზე - აჭარაში ბაგა-ბაღების თანამშრომლებს რუსული კანონის პროპაგანდას აიძულებენ

 

 

აუდიოჩანაწერი, რომელიც ადასტურებს როგორ ძალადობს ხელისუფლება საჯარო მოხელეებზე. შაბათის ეთერის გამომძიებელი ჟურნალისტების ხელში აღმოჩნდა ჩანაწერი, საიდანაც ირკვევა, რომ აჭარაში ბაგა-ბაღების თანამშრომლებს აიძულებენ, საკუთარი სურვილის საწინააღმდეგოდ მოიქცნენ, რუსულ კანონზე სოციალურ ქსელებში დეზინფორმაცია გაავრცელონ და  ევროინტეგრაციის დამაზიანებელი სტატუსები გამოაქვეყნონ.

რუსული კანონის დაცვის სადარაჯოზეე ქობულეთის ბაღების გაერთიანების სააგენტოს ხელმძღვანელი დგას. აუდიოჩანაწერის მოსმენის შემდეგგ სამოქალაქო სექტორმა განგაში ჩართო. 19 არასამთავრობო ორგანიზაცია მოითხოვს, შეწყვიტოს "ქართულმა ოცნებამ" საჯარო მოხელეებზე ზეწოლა და მათი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება.

ვრცლად ნახეთ გვანცა ჩხიკვაძის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები