შენობიდან პოლიციამ გადმოაგდო - უმძიმესი ბრალდება დიდუბის პოლიციის ხელმძღვანელობის მიმართ

09.07.21 11:10
შენობიდან პოლიციამ გადმოაგდო - უმძიმესი ბრალდება დიდუბის პოლიციის ხელმძღვანელობის მიმართ

უმძიმესი ბრალდებები დიდუბის პოლიციის ხელმძღვანელობის მისამართით - შსს-ს თანამშრომლებს 46 წლის ლევან გაჩეჩილაძის პოლიციის შენობიდან გადმოგდებაში ადანაშაულებენ. 

ოჯახი ირწმუნება, რომ მამაკაცი შენობიდან სამართალდამცველებმა გადმოაგდეს. ლევან გაჩეჩილაძის დედა ამბობს, რომ მის შვილს სიტყვიერი დაპირისპირება დიდუბის პოლიციის განყოფილების უფროსთან მოუვიდა, რის შემდეგაც აღნიშნული ინციდენტი მოხდა. მანანა გაჩეჩილაძე პოლიციელების დასჯას ითხოვს. 

ჩემი შვილი ოჯახური ძალადობისთვის დაიბარეს პოლიციაში. მიაკითხა ორმა პირმა და მიიყვანეს პოლიციაში. მესამე სართულიდან ამბობენ, რომ პოლიციამ გადმოაგდო. ვინც დაურეკა პოლიციას, იმას აყვანილი ჰყავდა ეს პოლიციელები, ფული აქვს გადახდილი, რომ როგორმე გადმოაგდოთ, მოეტეხათ მისთვის კისერი. ვითხოვ პოლიციელების დასჯას და როგორც წაიყვანეს ჩემი შვილი საღსალამათი, ისეთი ჩამაბარონ, - ამბობს ლევან გაჩეჩილაძის დედა.

ლევან გაჩეჩილაძე უკვე 23-ე დღეა, მკურნალობას ერთ-ერთ კლინიკაში გადის. მანანა გაჩეჩილაძეს შვილის ნახვის საშუალებას არ აძლევენ. 

საქმე ეხება 16 ივლისს მომხდარ ფაქტს, როდესაც ლევან გაჩეჩილაძე დიდუბის პოლიციის განყოფილებაში ყოფილი მეუღლის განცხადების საფუძველზე დაიბარეს. მამაკაცისთვის პოლიციას შემაკავებელი ორდერი უნდა გადაეცა. საპროცესო მოქმედებებიდან მალევე ლევან გაჩეჩილაძე შენობიდან გადმოვარდნილი ნახეს. მამაკაცს მრავლობითიდ დაზიანებები და მოტეხილობები აღენიშნებოდა. 
 

მსგავსი სიახლეები