მოქალაქეები "ოცნებას": "რუსებო"- პარლამენტთან გაბრაზებული მოქალაქეები იკრიბებიან
"არა რუსულ კანონს" - საკანონმდებლო ორტგანოსთან გაბრაზებული მოქალაქეები იკრიბებიან. რუსული კანონის მოწინააღმდეგეები პარლამენტის სასახლესთან ტრანსპარანტებით მივიდნენ. რუსული კანონის დასამტკიცებლად მობილიზებულ ქართული ოცნების დეპუტატებს ახალგაზრდები უყვირიან, "რუსებო".
საკანონმდებლო ყველა შესასვლელს სამართალდამცველები აკონტროლებს. დაცვის ეს განსაკუთრებული ზომები საპროტესტო აქციის გამოა მიღებული.
დღეს, საქართველოს პარლამენტთან რუსული კანონის საწინააღმდეგო ორი აქცია გაიმართება.
პირველი აქცია დილის 10 საათზე დაიწყო და პარლამენტის უკანა შესასვლელთან, იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე რუსული კანონის განხილვის პარალელურად გაიმართება.
მეორე აქცია 19:00 საათზე დაიწყება. მოქალაქეები რუსული კანონის გასაპროტესტებლად ამჯერად პარლამენტის წინ, რუსთაველის გამზირზე შეიკრიბებიან.