ძალადობა ჟურნალისტებზე - პროკურატურა ყველა დაკავებულის პატიმრობაში დატოვებას ითხოვს.

09.07.21 11:26
ძალადობა ჟურნალისტებზე - პროკურატურა ყველა დაკავებულის პატიმრობაში დატოვებას ითხოვს.

საქალაქო სასამართლოში ცოტა ხნის წინ ჟურნალისტებზე თავდამსხმელი 4 პირი მიიყვანეს. მათ გამოძიება ტელეკომპანია „ტვ პირველის“ ჟურნალისტისა და ოპერატორის, ასევე, ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ოპერატორის მიმართ სამსახურებრივი საქმიანობისას სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის მიაყენებას ედავება.

პროკურატურა ყველა სავარაუდო მოძალადის პატიმრობაში დატოვებას ითხოვს.

დღევანდელ შემთხვევაში პროკურატურა აღკვეთის ღონისძიებად ითხოვს პატიმრობის გამოყენებას. მოგეხსენებათ, რომ დღეს 4 ბრალდებულის სისხლის სამართლის საქმეზე დაზარალებულად ცნობილები არიან ტვ პირველის ჟურნალისტები და ასევე, მთავარი არხის ჟურნალისტები. შესაბამისად, დაველოდოთ სასამართლოს გადაწყვეტილებას, - ამბობს საქმის პროკურორი თამარ იაკობიძე.

ბრალდებულები ბრალს არ აღიარებენ. სისხლის სამართლის ასქმეზე სულ 12 მოქალაქეა დაკავებული, დაზარალებულის სტატუსი კი 29 ჟურნალისტს მიენიჭა.