ენის მოჩლექით არ უნდა ესაუბრო მოძალადეს, თუნდაც, ეს იყოს საპატრიარქო - ნაკაიძე

09.07.21 11:40
ენის მოჩლექით არ უნდა ესაუბრო მოძალადეს, თუნდაც, ეს იყოს საპატრიარქო - ნაკაიძე

მოძალადეს, თუნდაც ეს საპატრიაქრო იყოს, ენის მოჩლექით არ უნდა ესაუბრო - ამის შესახებ პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი, ტარიელ ნაკაიძე, წერს, რითაც 5-6 ივლისის მოვლენებს ეხმაურება. 

მისი მიმართვის ადრესატი პოლიტიკოსებიც არიან. დეპუტატი აღნიშნავს, რომ პრორუსული და პროპუტინისტური ძალების გაძლიერება ძალიან სახიფათოა.

სამწუხაროა, პოლიტიკოსების დიდმა ნაწილმა დღემდე ვერ გაითავისა, რომ ენის მოჩლექით არ უნდა ესაუბრო მოძალადეს, თუნდაც, ეს იყოს საპატრიარქო.

მინდა, პირველ რიგში, ჩემს კოლეგებს ვუთხრა, რომ სასულიერო პირების ძალადობრივი ქმედებებისა, თუ მოწოდებების მიმართ ღია და კონკრეტული პროტესტის არქონა დიდი საფრთხის მატარებელია, არანაკლებ იმ ძალადობისა, რაც ვიხილეთ რამდენიმე დღის წინ.

კოლეგებო, ჩვენი ვალია, შევინარჩუნოთ ქართული სახელმწიფოებრიობა, ჩვენ გვეკისრება დიდი პასუხისმგებლობა. ღიად და მკაფიოდ უნდა გავემიჯნოთ ამ შავრაზმელთა ბანდებს, თუნდაც ის წარმოადგენდეს რომელიმე რელიგიურ ინსტიტუტს.

იმის შიში, რომ საპატრიარქოს კრიტიკით ხმებს დაკარგავთ, გასაგებია, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ პოლიტიკოსები ვდგავართ არა პრივილეგირებული ორგანიზაციების, არამედ, ადამიანის უფლებების დასაცავად. სამშობლოს დაკარგვას ხმების დაკარგვა ამჯობინეთ!" - წერს ტარიელ ნაკაიძე.

მსგავსი სიახლეები