რუსულ კანონს ბათუმშიც აპროტესტებენ

15.04.24 15:03
რუსულ კანონს ბათუმშიც აპროტესტებენ

რუსულ კანონს აპროტესტებენ ბათუმშიც. შოთა რუსთაველის უნივერსიტეტთან სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები შეიკრიბნენ, რომლებიც მსვლელობით ევროპის მოედნისკენ გაემართებიან. 

"ვერ წაგვართმევთ ევროპულ მომავალს", "ვინც რუსულ საქმეს აკეთებს, საქართველოს მტერია", "ვერ წაგვართმევთ ევროპულ განათლებას" - ამ შინაარსის პლაკატებით ახალგაზრდები "ოცნების" მიერ ინიცირებულ რუსულ კანონპროექტს აპროტესეტებენ.

მსგავსი სიახლეები