თერჯოლაში სანიაღვრე არხში მამაკაცის ცხედარი იპოვეს

09.07.21 11:59
თერჯოლაში სანიაღვრე არხში მამაკაცის ცხედარი იპოვეს

თერჯოლაში 55 წლის კაცი გარდაცვლილი იპოვეს.  ხვიჩა გამეზარდაშვილს ბოლო ხუთი დღის განმავლობაში ეძებდნენ. 

მამაკაცის ცხედარი სანიაღვრე არხში იპოვეს. გარდაცვლილს სხეულსა და სახეზე დაზიანებები აღენიშნება. ოჯახი ვარაუდობს, რომ გამეზარდაშვილს ავტომობილი დაეჯახა.

მომხდარის დეტალებს გამოძიება დაადგენს. 

მსგავსი სიახლეები