მზად ვართ, ბრძოლისთვის, რომ ქვეყანა რუსეთს არ დავუთმოთ - რა უთხრა ეკა გიგაურმა პრეზიდენტს

15.04.24 15:44
მზად ვართ, ბრძოლისთვის, რომ ქვეყანა რუსეთს არ დავუთმოთ - რა უთხრა ეკა გიგაურმა პრეზიდენტს

მზად ვართ, ბრძოლისთვის, რომ ქვეყანა რუსეთს არ დავუთმოთ - ეს განცხადება "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" თავმჯდომარემ. 

ეკა გიგაურმა, არ იცის დადგება თუ არა პრეზიდენტი ხალხის გვერდით აქციაზე, თუმცა ღიად ამბობს, რომ სალომე ზურაბიშვილი ქართველი ხალხის გვერდითაა:

მზად ვართ, ბრძოლისთვის, რომ ქვეყანა რუსეთს არ დავუთმოთ. ეს არის ის მთავარი გზავნილი, რაც ჩვენ გვქონდა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს ყველამ იცოდეს და ეს ინფორმაცია მივაწოდეთ პრეზიდენტს, რომ ჩვენ ყველანაირი ბრძოლისთვის მზად ვართ. იქნება ეს სამართლებრივი თუ სხვა ტიპის ბრძოლა. 

ჩვენ ვურთიერთობთ და ვკორდინირდებით ყველა ჯგუფთან, რომელიც ჩართულია ამ ბრძოლაში. ყველა პატრიოტი არის, ისტორიის სწორ მხარეს. 

საქართველოს პრეზიდენტი არის ქართველი ხალხის გვერდით. იმ ადამიანების გვერდით, რომლებსაც არ უნდათ, საქართველოში რუსეთი და უნდა ევროპული ოჯახის წევრი გახდეს. ეს არის მთავარი ბრძოლა"- თქვა გიგაურმა. 
 

მსგავსი სიახლეები