ბათუმში 35 წლამდე კაცი დაჭრეს

09.07.21 12:07
ბათუმში 35 წლამდე კაცი დაჭრეს

ბათუმში 35 წლამდე მამაკაცი ცივი იარაღით დაჭრეს. შემთხვევა ვაჟა ფშაველას ქუჩაზე დაახლოებით 1 საათის წინ მოხდა.

თვითმხილველების ინფორმაციით, ქუჩაში ორ პირს შორის ფიზიკურ დაპირისპირებას ჰქონდა ადგილი, რა დროსაც მესამე პირი გაშველების მიზნით ჩაერთო დაპირისპირებაში, რის შედეგაც მას ცივი იარაღით ჭრილობა მიაყენეს.

დაშავებული ბათუმის კლინიკა “მედცენტრში” იმყოფება. კლინიკის პრესსამსახურის ინფორმაციით, დაჭრილი მამაკაცი სამედიცინო დაწესებულებაში თვითდინებით მივიდა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.