არ გვინდა რუსული კანონი! - 19:00 საათზე პარლამენტთან კიდევ ერთი აქცია გაიმართება

15.04.24 17:44
არ გვინდა რუსული კანონი! -  19:00 საათზე პარლამენტთან კიდევ ერთი აქცია გაიმართება

ორი საათი მასშტაბურ პროტესტამდე - ხალხი რუსთაველის გამზირზე შესაკრებად ემზადება. ზუსტად 19:00 საათზე პარლამენტის წინ რუსული კანონის მოწინააღმდგეები ქუჩაში გამოვლენ. სამოქალაქო აქტივისტები ამბობენ, რომ ქუჩაში უნდა გავიდეს ყველა, ვისაც ქვეყნის ბედი აღელვებს. 

დღეს ალეკო ელისაშვილმა მამუკა მდინარაძეს საკადრისი პასუხი გასცა და ახლა ჩვენ კოლექტიურად მთელ „ქართულ ოცნებას“ უნდა გავცეთ ისევე საკადრისი პასუხი, ამიტომ შვიდ საათზე საქართველოს ყველა მოქალაქეს, პატრიოტს, ვისაც მართლა გული უძგერს და არ უნდა, ხვალ რომ რუსეთში გავიღვიძთ, უნდა გამოვიდეს ქუჩაში, - ამბობენ სამოქალაქო აქტივისტები. 

ახალგაზრდები პირდაპირ აცხაებენ, რომ არ უნადთ რუსეთი და სურთ ევროპა. 

ჩვენი მომავალი არის ევროპაში, მთავარი ღირბეულება ეს არის და ვფიქრობ, რომ ჯენზის თაობა, ახალი თაობა  უნდა იყოს აქ. ჩვენ ვართ უნივერსიტეტის წარმომადგენლები და ვაპროტესტებთ რაც ხდება. გვინდა ევროპა და არ გვინდა რუსეთი, - ამბობენ ახალგაზრდები. 

მობილიზება აქვს დაწყებული მმართველ პარტიასაც. სამთავრობო კვარტალში ყველა შენობაში სპეცრაზმია შეყვანილი. 

 

მსგავსი სიახლეები