"გამოაქვეყნეთ პირდაპირი შესყიდვების კონტრაქტები" - TI მთავრობას
"საერთაშორისო გამჭვირვლობა - საქართველო" მოუწოდებს მთავრობის ადმინისტრაციას, გამოაქვეყნოს სახელმწიფო შესყიდვების კონტრაქტები, რადგან უკვე წლებია, პრემიერის ადმინისტრაცია არ ასაჯაროებს დოკუმენტებს, რომელიც პირდაპირ შესსყიდვებს ეხება.
ეკა გიგაურის თქმით, თუ კობახიძე გამჭვირვალეს გახდის ამ პროცესს, ეს მაგალითი იქნება სხვა საჯარო სამსახურებისთვისაც. არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელი ფიქრობს, რომ მთავრობა კონტრაქტებს სავარაუდო კორუფციული მიზეზებით მალავს.
მიზანი ის არის, რომ ისინი მალავენ სად იხარჯება ხალხის ფული. ამას ისინი აკეთებენ წლების განმავლობაში. ზოგ შემთხვევაში მათ არ გამოსდით ამის დამალვა და ამაზე საუბრობენ თავის გამოძიებებში მედიის და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. ზუსტად იმიტომ იღებენ ისინი რუსულ კანონს, რომ უნადთ, რომ ჩვენ ამაზე არ ვისაუბროთ. ეს არის ხალხის ფული, ის ფული, რომელიც უნდა ხმარდებოდეს ხალხს და არა მათ გამდიდრებას და აი, ამისთვის, რომ ვიბრძვით ჩვენ, იმიტომ იღებენ ისინი ამ რუსულ კანონებს, - ამბობს ეკა გიგაური.
მესამე სექტორში ასევე ამბობენ, რომ საქართველოს მთავრობას კანონით ეკრძალება, რომ პირდაპირი შესყიდვების კონტრაქტები დამალოს, ამიტომ ისინი ყველა სახელმწიფო სტრუქტურას მოუწოდებენ, გაასაჯაროონ კონტრაქტები, რომელშიც ბიუჯეტიდან მილიონობით ლარი იხარჯება.