ძალადობა ჟურნალისტებზე - თავდამსხმელ 4 პირს პატიმრობა შეეფარდათ

09.07.21 12:54
ძალადობა ჟურნალისტებზე - თავდამსხმელ 4 პირს პატიმრობა შეეფარდათ

ტვ პირველის  და მთავარი არხის გადამღებ ჯგუფებზე თავდამსხმელ 4 პირს პატიმრობა შეეფარდათ. გადაწყვეტილება მოსამართლემ ცოტა ხნის წინ გამოიტანა. "თქვენ რაც ჩაიდინეთ, არის სიბნელე და სივერაგე," - ამ სიტყვებით მიმართა სასამართლო პროცესზე ბრალდებულებს მოსამართლე რომან ხორავამ. ბრალდებულები კი თავის მხრივ ამბობენ, რომ ემოციური ფონი ჰქონდათ, თუმცა არავისზე უძალადიათ. 

ერთ-ერთი ბრალდებულის ადვოკატი კი ტვ პირველის ჟურნალისტს, მირანდა ბაღათურიას, რომელზეც რადიკალებმა უშუალოდ განახორციელეს ძალადობა, უთხრა, რომ დაამტკიცებს, რომ "ჟურნალისტს ეშლება". 

ტვ პირველის ჟურნალისტსა და ოპერატორზე "სირცხვილიას" ოფისში განხორციელებული ძალადობის ფაქტზე გამოძიების დასრულებამდე გისოსებს მიღმა ჯერ მხოლოდ 2 პირია. ეს იმ ფონზე, როდესაც დანაშაულის ეპიზოდში  30-მდე მონაწილეობდა.

აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე  სულ 12 მოქალაქეა დაკავებული, დაზარალებულის სტატუსი კი 29 ჟურნალისტს მიენიჭა.