ხალხი რუსული კანონის წინააღმდეგ - რა გზავნილით მიდიან პროდასავლურ აქციაზე (ფოტოები)
"არა რუსულ კანონს, კი ევროპას" - ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქცია საკანონმდებლო ორგანოსთან უკვე იწყება. მოქალაქეები პარლამენტის წინ ტრანსფარანტებით მიდიან.
თბილისის მთავარ გამზირზე გამოსული ადამიანები რუსული კანონის წინააღმდეგ ერთიანდებიან. ქართველი საზოგადოების მოთხოვნა ერთი წლის შემდეგაც უცვლელია. ხალხი ამჟამადაც საშიში კანონპროექტის უკან წაღებას ითხოვს.



