რუსთაველი გადაკეტილია - დედაქალაქის ცენტრი ხალხით გადაივსო

15.04.24 19:23
რუსთაველი გადაკეტილია - დედაქალაქის ცენტრი ხალხით გადაივსო

ამ წუთებში აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირი გადაკეტეს - დედაქალის მთავარ მოედანზე ფართომასშტაბიანი აქცია წუთი-წუთზე დაიწყება.

საპროტესტო ტალღას სამოქალაქო აქტივისტების გარდა, ხელოვანები, ჟურნალისტები, სტუდენტები და სხვადასხვა პროფესიის ადამიანები უერთდებიან.

რუსთაველის გამზირზე შეკრებილი ადამიანების მოთხოვნა კვლავ ერთია. საზოგადოება რუსული კანონის უკან წაღებას კატეგორიულად ითხოვს.

მსგავსი სიახლეები